რა სიჩქარისაა “სელფის” 5G ქსელი რეგიონებში – ComCom-ი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

რა სიჩქარისაა “სელფის” 5G ქსელი რეგიონებში – ComCom-ი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

კომუნიკაციების კომისია მობილური ინტერნეტის სიჩქარის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს – ტესტირება თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა და ის სამივე ოპერატორის ქსელს მოიცავდა. არსებული მდგომარეობით, ერთადერთი ოპერატორი, რომელიც აბონენტებს 5G ქსელს აწვდის არის “სელფი”, ხოლო “მაგთის” და “სილქნეტის” აბონენტები 4G ტექნოლოგიით აწვდიან აბონენტებს მომსახურებას.

კომუნიკაციების კომისიამ 5G ქსელის წარმადობის შესამოწმებლად მობილური ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგი ივლისში პირველად ჩაატარა. მონიტორინგი თბილისში, ზუგდიდსა და ბაკურიანში კომპანია „როდე-შვარცის“ Smartbenchmarker-ის პროგრამის აპარატურითა და 5G მხარდაჭერის მქონე მობილური ტელეფონების გამოყენებით განხორციელდა და საქართველოში მოქმედი სამივე ოპერატორის, „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „სელფი მობაილის“ ქსელებში როგორც 4G/LTE, ისე 5G-ის მობილური ინტერნეტის სიჩქარე შემოწმდა.

“მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ზუგდიდში კომპანია „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტით გადმოწერის საშუალო სიჩქარე 129 მბ/წმ-ია, 4G/LTE ტექნოლოგიაზე იგივე მაჩვენებელი „სილქნეტის“ ქსელში 81 მბ/წმ, ხოლო „მაგთიკომის“ – 59 მბ/წმ-ია. ბაკურიანში აღნიშნული მაჩვენებელი „სელფი მობაილს“ 98 მბ/წმ, „სილქნეტს“ – 50 მბ/წმ, ხოლო „მაგთიკომს“ 47 მბ/წმ აქვს. რაც შეეხება თბილისს, აქ „სელფი მობაილის“ ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე „სილქნეტის“ მაჩვენებლის ანალოგიურია და 47 მბ/წმ-ს შეადგენს, რაც იმით არის განპირობებული, რომ 5G ტექნოლოგია „სელფი მობაილს“ თბილისის ქსელში ჯერ სრულად არ დაუნერგავს. თბილისში „მაგთიკომის“ ინტერნეტით გადმოწერის საშუალო სიჩქარე 33 მბ/წმ-ია,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

5G ქსელით სარგებლობისთვის თავად მომხმარებლის მობილურს უნდა ჰქონდეს 5G მხარდაჭერა, BMG-იმ კომუნიკაციების კომისიას მიმართა კითხვით, არსებული მდგომარეობით აბონენტების რა წილს შეუძლია 5G ქსელით სარგებლობა.

მსგავსი სიახლეები

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ…

“2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბაკურიანში შენდება ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ხოლო თბილისში – ყინულის სასახლე. პროექტირებისა და სამუშაოების…
ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის…
“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების…